27 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ნიდერლანდებს 12 ლელო დაუდო და 72:10 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიდერლანდების წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, მეტოქეს 12 ლელო დაუდო და 72:10 დაამარცხა.

პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსნებს" ამსტერდამში გასამართ შეხვედრაში რეაბილიტაციისთვის დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდათ, რაც ლევან მაისაშვილის გუნდმა მარტივად შეასრულა. საქართველოს ნაკრებს 7 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს ესპანეთის ნაკრები 9 ქულით იკავებს. მათ რუსეთი მძიმე ბრძოლაში სტუმრად 41:37 დაამარცხეს. მაისაშვილის გაწვრთნილი ნაკრები მომდევნო მატჩს რუსეთთან 27 თებერვალს გამართავს.

დღის ამბები