27 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დაღუპულთა კი ისევ იზრდება - რა სახელდება მიზეზად და როგორია ექიმების პროგნოზი

პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 200 ათასს ჩამოსცდა.

ეპიდემიოლოგების აზრით, "ომიკრონის" ტალღა უკან იხევს, თუმცა მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია სრულდება. ექიმები ახალი გეგმის შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ ზაფხულამდე მოსახლეობის 70 % აცრილი იქნება, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

"ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყნის მასშტაბით 732 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენელთა 73.6%.

სოციალური დისტანცია, სამედიცინო ნიღაბი და იმუნიზაცია - ამ დრომდე, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებებია, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. სწორედ აუცრელი ადამიანები არიან ახლა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. ოფიციალური სტატისტიკით მძიმე პაციენტების 90%-ზე მეტი არ არის ვაქცინირებული.

დღის ამბები