27 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად მათე ფუტკარაძე დაასახელა

2 აპრილს შუალედური არჩევნები იმართება ბათუმშიც. ქალაქი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანდიდატად მათე ფუტკარაძე დაასახელა. ის ამომრჩეველს ნიკა მელიამ და გიორგი კირთაძემ წარუდგინეს.

შუალედური არჩევნები ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო გახდა აუცილებელი. მისი კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იქნება.

დღის ამბები