იაპონიაში ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა.
სამძებრო სამუშაოები შენობის მოსალოდნელი ნგრევის გამო შეჩერდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 9 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევა ნიიგატას პრეფექტურაში საკონდიტრო ქარხანაში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.