27 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
გიგა აგლაძის და დევიდ ლინჩის ფილმი "მეორე მე" პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ქართულ პლატფორმებზე არალეგალურად გამოჩნდა

პრემიერამდე ერთი კვირით ადრე, გიგა აგლაძის ფილმი ქართულმა მეკობრულმა საიტებმა მოიპარეს და არაკანონიერად გაავრცელეს.

ფილმის არალეგალური ვერსია სატიებზე გუშინ გამოჩნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში იყო განთავსებული. აგლაძის თქმით, პროექტს ძალიან დიდი ზიანი მიადგა, რის გამოც იგი სამართლებრივი დავის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით ფილმი საიტებიდან უკვე წაშლილია.

პრობლემა კარგად ნაცნობია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისთვის. კოტე ჩლაიძე ამბობს, რომ ქართული საიტების მხრიდან ფილმების არაკანონიერი გავრცელება ხშირად ხდება, რაც კინოწარმოებას სერიოზულად აზარალებს. გამოსავალს კი კანონის აღსრულებაში ხედავს.

საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით უკვე დიდი ხანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მუშაობს. კომისიის მიზანი ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტინენტისგან სრულად გათავისუფლებაა.

საიტებზე არაკანონიერი გავრცელების მსხვერპლი კიდევ არაერთი ქართული ფილმი გამხდარა. 

"მეორე მე" ქართველი რეჟისორისა და დევიდ ლინჩის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც საქართველოშია გადაღებული და მასში ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 17 თებერვალს შედგება.

დღის ამბები