27 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ხოშტარია, ნათელაშვილი, ჯაფარიძე, კუჭავა მანდატების გარეშე - 150 წევრიანი პარლამენტი შესაძლოა 145 დეპუტატამდე შემცირდეს

დღეს გადაწყდა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, თუმცა საბოლოო სიტყვა სესიამ უნდა თქვას.

მიზეზები სხვადასხვაა: ბადრი ჯაფარიძე - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია - 15-დან 15-ვე სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა, კახა კუჭავა - საკუთარი განცხადება.

კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი 150-ის ნაცვლად ​145-კაციანი ხდება.

თუ კომიტეტის ვერდიქტი პარლამენტის შემადგენლობის უმეტესობამ გაიზიარა, გარიცხულ დეპუტატებს პარლამენტში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად საკონსტიტუციო სასამართლო რჩებათ.

 

დღის ამბები