ავსტრიაში ზვავის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტი ზვავი ჩამოწვა.
დაღუპულებს შორის შვედი მოთხილამურეებიც არიან.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზამთრის კურორტებზე ზვავი კიდევ მოსალოდნელია და დამსვენებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.