პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ღირსება ექვსმა ძიუდოისტმა დაიცვა. შაბათს ტატამზე 3 ფალავანი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
დღესაც სამმა ქართველმა იჭიდავა და მათი გამოსვლაც, ნაწილობრივ, წარმატებული გამოდგა.
ავტორი დავით ფრანგიშვილი