27 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
სხდომა ცესკოში - განხილვის მთავარი თემა 2 აპრილის შუალედური არჩევნების განკარგულების პროექტი იყო

2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე განკარგულების პროექტი იყო ცესკოს სხდომის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

სხდომაზე იმსჯელეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით საარჩევნო ღონისძიებებზე და პროტოკოლი განსაზღვრეს.

ცესკოში შეიმუშავეს ონლაინ პლატფორმა სხვადასხვა ტიპის კონკურსებისთვის, რათა დაინტერესებულმა პირებმა დისტანციურად შეძლონ მონაწილეობის მიღება.

შეგახსენებთ 2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

დღის ამბები