მაროკოელი 5 წლის ბიჭი რომელიც 5 დღის განმავლობაში 32 მეტრის სიღრმეზე იყო ჩავარდნილი, გარდაიცვალა. მაშველებმა ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.
სამაშველო ოპერაციებს მიწის ჩამოშლის საშიშროება და ჭის სივიწროვე ართულებდა. პროცესს მაროკოსა და მის ფარგლებს გარეთ უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს და ბავშვს გულშემატკივრობდა.
ტრაგედიას საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ოჯახის მიმართ მწუხარება გამოხატა.