27 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ვაქცინაციის აქტიური კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ევროპაში კოვიდვითარება შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს

კოვიდპანდემიის მხრივ ვითარება ევროპაში შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ამბობს, რომ ამას ხელს ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, ზამთრის დასრულება და "ომიკრონის" ვარიანტის სისუსტე შეუწყობს.

თუმცა ორგანიზაციაში თვლიან, რომ ოპტიმისტური სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ქვეყნებში ვაქცინაციის აქტიური კამპანია გაგრძელდება.

პარალელურად შეზღუდვებს ამსუბუქებს პორტუგალია, სადაც ჩასულ მგზავრებს უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ და მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები მოეთხოვებათ.

ირბადეების გამოყენება მომდევნო კვირას სავალდებულო აღარ იქნება ესპანეთში. ახალმა ზელანდიამ კი ტურისტებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზღვრები გაუხსნა.

დღის ამბები