27 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ვერსია ახლა უკვე Google-ის პორტალზე იძებნება

უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ვერსია. ეროვნულ არქივში დაცული UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები ახლა უკვე Google-ის პორტალზე იძებნება.

Google-ის ხელოვნების კატალოგში სრულად არის წარმოდგენილი იუნესკოს მიერ 2013-17 წლებში აღიარებული ნამუშევრები.

გუგლის ხელოვნებისა და კულტურის სექციაში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიოს 70 ქვეყნის 1000-ზე მეტი მუზეუმის გვერდითაა. პროექტი ეროვნულმა არქივმა, UNESCO-მ და Google-მა ერთობლივად შეიმუშავეს.

დღის ამბები