ნიგერიის სანაპიროსთან ნავთობის მწარმოებელი და შესანახი ხომალდი აფეთქდა. აფეთქების დროს ბორტზე ხომალდის ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია არის თუ არა შემთხვევის შედეგად მსხვერპლი. ნიგერიის მთავრობის ინფორმაციით, ხომალდთან გაგზავნილმა ორმა სამაშველო ნავმა ადგილზე ვერცერთი ადამიანი ვერ იპოვა.