27 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
საქართველოში კოვიდის 22 263 შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 39 ადამიანი

ინფიცირების სტატისტიკა კვლავ მაღალიაა - საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 39  ადამიანი, ხოლო 15 575 პირი გამოჯანმრთელდა. 

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:

5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27.

1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში.

195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 053 966, ვირუსს ემსხვერპლა 15 141 პაციენტი.

დღის ამბები