27 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
საქართველოს ახალი ამბიციური გეგმა აქვს - 6 თვეში აცრილი უნდა იყოს მთელი მოსახლეობის 70%

საქართველოს ახალი ამბიციური გეგმა აქვს. 6 თვეში აცრილი უნდა იყოს მთელი მოსახლეობის 70 %. ეს მაშინ როდესაც ვაქცინაციის ერთი წლის მანძილზე ნახევარიც კი არ არის აცრილი და ის 46.6 %-ს შეადგენს. ბუსტერ დოზა კი მხოლოდ 173 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.

როგორ აპირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი , ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გეგმის შესრულებას ? რეკომენდაცია უკვე მომზადებულია - როგორც ამბობენ გაფართოვდება საკომუნიკაციო კამპანია , გაიშლება რეგიონების მაშტაბით და მეტი აქცენტი გაკეთდება ბუსტერ დოზების აუცილებლობაზე .

ქვეყანა ახლა ვირუსის პიკს გადის . ეპიდემილოგიური თვალსაზრისით გადამწყვეტი მომდევნო კვირა იქნება . დაავადებთა კონტროლის ცენტრი აკვირდება ამ პერიოდში სიტუაცია როგორ განვითარდება, არ გამორიცხავენ მაღალმა მაჩვენებლებმა კლება დაიწყოს და მე-6 ტალღა ამით მოკლე პერიოდში დასრულდეს.

დღის ამბები