27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ძლიერი ქარი და თოვლი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოში 4 თებერვალს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით. ტემპერატურა -2 +15 გრადუსი იქნება. ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი  5 თებერვალს. სინოპტიკოსები თოვლჭყაპს და ქარის გაძლიერებას ელოდებიან 20-25მ/წმ-მდე. 6 თებერვალს ქარის სიჩქარე დაიკლებს. ღამით მცირე წვიმა და ნისლი იქნება, ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. დღისით კი  მოთოვს. თოვლი და -10 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში.

დასავლეთ საქართველოში 4 თებერვალს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, ტემპერატურა +5+11 გრადუსი იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. 5 თებერვალს თოვლჭყაპსა და ქარის გაძლიერებას ელოდებიან 20-25მ/წმ სიჩქარით.  6 თებერვალს დასავლეთ საქართველოშიც თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა 0 ,+8 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით -8 გრადუსამდე ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი.

თბილისში 4 თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა იყოს. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ტემპერატურა +3 +13 გრადუსი იქნება. ქარი  30-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება დედაქალაქში 5 თებერვალს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. +1 +4 გრადუსი ტემპერატურით.  ქარის სიძლიერე დაიკლებს, თუმცა ყინვაა მოსალოდნელი 6 თებერვალს, დღეც უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა -2 +6 გრადუსი იქნება.

დღის ამბები