თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა. თურქ კოლეგას უკრაინის ლიდერი ვლადიმირ ზელენსკი მასპინძლობს. თურქეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის სტრატეგიული სტრატეგიული საბჭოს სხდომაში.
არსებული ინფორმაციით, ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის 12 შეთანხმება გაფორმდება, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტმა ვიზიტის შესახებ კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში შეხვედრები სასარგებლო შედეგებს გამოიღებს ორი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონისთვის.
ერდოღანი კიევში მეუღლესთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის მთავრობის წევრები.