27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
რა საკითხებზე მიაწვდიან ინფორმაციას მმართველი გუნდის ოპონენტები სვენ მიქსერს - ევროპარლამენტარი საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქციების ხვდება

უკვე ერთი საათია პარლამენტში შეხვედრებს მართავს სვენ მიქსერი. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რა დროსაც მთავარი აქცენტები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე გაკეთდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საუბარის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება იყო.

"განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირ შორის ურთიერთობები, ჩვენი დღის წესრიგი რაც არის. საქართველო არის ევროკავშირისთვის ღირებული პარტნიორი, რაც არის მთავარი მესიჯი ჩვენი მეგობრისა ევროპარლამენტიდან. ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის მუშაობაზე , იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიდის და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ამ პროცესებში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განხილული იქნა ასოცირების დღის წესრიგი," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ნახევარი საათის წინ კი დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გასაუბრებაც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავენ.

"ვილაპარაკებთ საგარეო საკითხებზე, ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" მხრიდან ნაბიჯებზე, ასევე მის აბსოლუტურ იგნორირებაზე თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული "ქართულ ოცნებას", იგივე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთი თანამშრომლობის მაგალითებს. ასევე ვისაუბრებთ სასამართლო მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა, უნდა ყოფილიყო თანამშრომლობის რეჟიმში, ჩვენ არ გვქონია შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჰოტიზონტზეც არ ჩანს "ქართული ოცნების" დამსახურებით," - ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ძალიან მძიმე ვითარებაა სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებით და მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება. ანა ბუჩუკური ამბობს, რომ აღნიშნული პირდაპირ აისახება საპარლამენტო პროცესებზე.

დღის ამბები