27 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ვლადიმერ კლიჩკო კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადაში მოხალისედ ჩაეწერა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ თავისი ძმისა და კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თანდასწრებით კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადაში შესასვლელად დოკუმენტები შეიტანა.

"მეგობრებო! მოვედი იმის შესამოწმებლად, როგორ მიმდინარეობს მოხალისეებთან საკონსულტაციო მუშაობა რეზერვისტების გაწვევის პირველ ცენტრში, რომელიც დედაქალაქმა შექმნა. ჩემმა ძმამ, ვლადიმერ კლიჩკომ კი განაცხადი და დოკუმენტები შემოიტანა, რათა შეუერთდეს ქალაქ კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადას,"- დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ კლიჩკომ კი განაცხადა, რომ მისი მოტივაცია საკუთარი ქვეყნის სიყვარულია.

"ჩემი მოტივაცია საკუთარი ქვეყნის, ქალაქის სიყვარულია, ასევე ჩემი ქალიშვილის სიყვარული, რომელიც აქ სკოლაში დადის. ეს სიყვარული მაძლევს მოტივაციას, დავიცვა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი.

ამიტომაც, დღეს მე შევიტანე დოკუმენტები და გავხდი ქალაქ კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადის წევრი. ამით მინდა სხვებს მივცე მოტივაცია, რათა იგივე გააკეთონ,"- განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ ბრიგადაში გაწევრიანების შემდეგ.

დღის ამბები