27 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო..." - პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, რამდენიმე დღის წინ, გლდანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძირის წერილს ავრცელებს.

"დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი - მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს ირაკლის, რუსუდანის, დავითის, მარიამისა და დარეჯანისთვის, რათა უფალმან სავანესა მართლათასა დააწესოს მათი უკვდავი სული," - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გლდანის მეორე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში CO-ს დაგროვების შედეგად ერთო ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის 3 ბავში დაიღუპა.

დღის ამბები