28 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
მერიის შვიდი პოლიტიკა- კახა კალაძემ კულტურის და სპორტის მიმართულების სამომავლო გეგმებზე გააკეთა აქცენტები​

თბილისის მერი მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას განაგრძობს. ამჯერად კახა კალაძემ კულტურისა და სპორტის მიმართულებებზე ისაუბრა.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ სპორტული, განათლებული ახალგაზრდები ქვეყნის კარგი მომავლის საწინდარია, სწორედ ამიტომ მერიამ 2018-2021 წლებში 6400 მდე სტუდენტის განათლება დააფინანსა. 

კახა კალაძემ თავის მოადგილესთან ერთად პრეზენტაციაზე უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

"ჩემთვის, როგორც ქალაქში მერისთვის ერთ-ერთი პრინციპული თემაა ეკოლოგიის გამოსწორება. სასიამოვნოა, რომ რეკრეაციულ სივრცეებს ყველა თაობის ადამიანი იყენებს,"- ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები