28 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი წლიური ანგარიში- რა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა პრემიერმა

საქართველოს პრემიერი მეათე მოწვევის პარლამენტში, პირველად, წლიური ანგარიშით მივიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ინსტიტუციის მთავრი ტრიბუნიდან 45 წუთიანი გამოსვლის დროს თქვა, რომ დღეს უკვე საკანონმდებლო ორგანო სრულფასოვნად, ხალხის მიერ მიცემული მანდატის შესაბამისად ფუნქციონირებს. 

მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების გეგმის მთავარ მიმართულებებზე. 

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება პანდემიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო. 

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მხარდაჭერის გაძლიერება და არაღიარების პოლიტიკა იყო გამოსვლის დროს კიდევ ერთ-ერთი მთავარი საკითხი. პრემიერმა ისაუბრა რეგიონში საქართველოს როლზე, როგორც მშვიდობის გარანტზე.

45-წუთიან გამოსვლაში, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა განათლების მიმართულებაზეც. მისი ინფორმაციით, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ის ნაცვლად 100 ლარი გახდება. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მაგისტრალების მშენებლობებს და მომდევნო 10 წლიან სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით 31 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები