28 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"ოპონენტები ითხოვდნენ, არ მისცემოდა საქართველოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტულ გვარებს ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა ნატოს სამიტს ეხებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპონენტების განცხადება, თითქოს საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არ არის, რუსული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს. 

"მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა არ არის მზად რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. რამდენად გამაოგნებელი შეიძლება ეს იყოს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, პარლამენტის წევრი, არჩეული, გამოდის ღიად და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

მე რა მახსენდება, იცით, მეგობრებო, როცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობდით, მაშინ ევროკავშირში გვიწევდა ხშირად მუშაობა და ვიზიტები. მაშინ ოპონენტები დადიოდნენ აქტიურად და ითხოვდნენ, რომ არ მიეცეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი.

ეს არის სიმართლე, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა და მითუმეტეს, პოლიტიკოსმა. გვარები შემიძლია გითხრათ, ბატონი დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი იყო.... თქვენ გამოხვედით ახლა და ამბობთ, რომ ქვეყანა არ არის მზად გახდეს ნატოს წევრი. ამაზე მეტი პრორუსული განცხადება მითხარით რომელია? ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გატარება,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.  

დღის ამბები