28 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ჩვენ ევროპული არჩევანი, და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის სურვილი გვაერთიანებს - ევროკავშირის ასოცირების ტრიოს ერთობლივი განცხადება

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

განცხადებაში საუბარია ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული ქვეყნების საერთო მიზნები, მიღწევები და გამოწვევები.   

"რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე. რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე და, ასევე, მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც სამ დამოუკიდებელი ერს, ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი ევროპული არჩევანი, და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის სურვილი. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებში.

ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები