28 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც, მხოლოდ ღმის 12:00 საათამდე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზეც.

"შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები