28 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ტრაგედია ექსკურსიაზე - შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ის მაშველებს ამ წუთებში ამოჰყავთ. ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

შემთხვევის დროს ადგილზე მოზარდის დედაც იმყოფებოდა, რომელიც ცუდად გახდა და მაშველებმა ის ტერიტორიიდან გაარიდეს.

ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

როგორც ცნობილია, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

No description available.

 No description available.

 No description available.

დღის ამბები