28 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ათენში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები - საქმეზე ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გამართლდა, თუმცა ციხიდან არ ათავისუფლებენ

გახმაურებული მკვლელობა ათენში - საქმეზე ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დამნაშავე არ აღმოჩნდა. ბერძენმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 20 წლის ქალი საკუთარმა მეუღლემ მოკლა.

მამაკაცმა ცოლი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ჯერ გაგუდა, შემდეგ კი სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

იმისთვის, რომ საზარელი დანაშაულის სურათი კიდევ უფრო დაემძიმებინა, საბერძნეთის მოქალაქემ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ავიაკომპანიის პილოტია, საკუთარი ძაღლიც კი მოკლა. დღეს ბერძნულმა მედიამ მეუღლის მკვლელის ინტერვიუ გაავრცელა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეს ციხიდან მაინც არ ათავისუფლებენ, მას ბერძენი პოლიციელები სხვა დანაშაულებს ედავებიან.

 

ავტორი - ხათუნა გაგნიძე 

დღის ამბები