ხანძარი იყო ბათუმში - ცეცხლი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. შემთხვევის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 2 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.