20 წლის გოგონა, ბრიტნი პორტილო სოციალური ქსელის, აპლიკაცია TikTok-ის ერთ-ერთი ცნობილი ტრენდის გადაღების შემდეგ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული ტრენდი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ აპლიკაცია მოზარდებს მასზე დამოკიდებულს ხდის და არასასურველ შედეგებამდე მიჰყავს. ის, რომ TikTok-ი მოზარდების ფსიქიკაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამაზე ფსიქოლოგებიც ხშირად მოიუთიებენ.
ტრენდი, კი რის გამოც აშშ-ს მოქალაქე 20 წლის გოგო შეუძლოდ გახდა, ფიტნესის მოყვარულთათვის ერთგვარ ჩელენჯს წარმოადგენს, რომლებიც ერთ-ერთ პროტეინს, წყლის გარეშე, მშრალად სვამენ, რაც რეკომენდირებული არ არის და სახიფათო შედეგს იწვევს.
ბრიტნი ამბობს, რომ ვიდეოს გადაღების შემდეგ მან ვარჯიში დაიწყო.
"მუცლის პრესების კეთება დავიწყე და მუცელში მწარე ტკივილი ვიგრძენი, ეს დავაიგნორე რადგან არ მინდოდა ჩემივე თავის შეშინება, უბრალოდ ვარჯიში გავაგრძელე. სახლში დაბრუნებისას დამეწყო თავის ტკივილი და გულისრევა, შხაპის მიღების შემდეგაც იგივე სიმპტომები მქონდა, საჭმლის ჭამაც ვერ შევძელი. შემდეგ სამსახურში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ სამსახურში მისვლისას მუცლის ტკივილი გაძლიერდა, დამეწყო ოფლიანობა და თავის ტკივილი გაძლიერდა. საბოლოოდ ტკივილმა ზურგიდან მარცხენა მხარზე გადმოინაცვლა და უკვე აქ მივხვდი, რომ შესაძლოა გულის შეტევა მქონოდა."
საბედნიეროდ ბრიტნი გადარჩა, იგი სრულიად გაჯანმრთელდა. გოგონამ აპლიკაციაზე თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ გაეთვალისწინებინათ მისი შემთხვევა და ეს საშიში ჩელენჯი, რომელის ციცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა არავის აღარ გაემეორებინა.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე