28 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
პრობლემური უბნების გადათვლა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ 4 დეპუტატია. თბილისის შემდეგ დღეს უკვე რეგიონებში დაიწყო პრობლემური უბნების გადათვლა და ცესკოს მონაცემებთან შედარება.

პრობლემური უბნების ბიულეტენებს 12 სპეციალური მთვლელი ორ ჯგუფად პარალელურ რეჟიმში დილის 10 საათიდან ითვლიდა. დღეს 4 რეგიონის მონაცემები გადაამოწმეს. მათ შორის იყო მარნეულის ის უბანი, სადაც 2020 წლის არჩევნებზე ყველაზე მეტი დისბალანსი იყო დაფიქსირებული. გადათვლის შედეგად სურათი არ შეცვლილა, რის გამოც ამ უბნის წარმომადგენელს საგამოძიებო კომისიის წინაშე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 20 უბნის შედეგებზე დაყრდნობით დეპუტატები მნიშვნელოვან დარღვევებზე ვერ საუბრობენ.

ვერც პრობლემური უბნების გადათვლა და ვერც თამარ ჟვანიას დაბარების საკითხი ვერ ცვლის ოპოზიციის შეფასებას კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები სპეციალურად შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს ისევ უნდობლობას უცხადებენ.

არჩევნების გაყალბების საკითხი მმართველი გუნდისთვის დღეს ნაკლებად აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც ამ მიზეზით დაწყებული ბოიკოტი ოპოზიციას შეწყვეტილი აქვს. მიუხედავად ამისა, "ოცნება" კომისიის დასკვნას ელოდება და ოპონენტებს საკუთარ პირობას ახსენებს.

დღის ამბები