28 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ირანს ბირთვული შეთანხმების აღდგენის მოლაპარაკებებში მოქმედება სჭირდება და არა დაპირებები - აიათოლა ხამენეი

"ირანს ბირთვული შეთანხმების აღდგენის მოლაპარაკებებში მოქმედება სჭირდება და არა დაპირებები" - ეს განცხადება ირანის უზენაესმა ლიდერმა გააკეთა. აიათოლა ხამენეი შეერთებული შტატებისგან დონალდ ტრამპის მიერ 2018 წელს დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ისინი მზად არიან ყველა სანქცია გააუქმონ, თუ ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს შეასრულებს.

ირანთან მოლაპარაკებები ვენაში აპრილიდან მიმდინარეობს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.

დღის ამბები