28 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
30 გარდაცვლილი და 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 346 150 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 896 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 329 516 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4834 -ია.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, 30603  კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  18 444, PCR ტესტით - 12 159.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 3,12%, ბოლო 14 დღის - 3,23%, ხოლო ბოლო 7 დღის -  2,8% ფიქსირდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ -  149 191 პირია აცრილი, დღიურად აცრილია  5251 ადამიანი.

დღის ამბები