28 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
მსოფლიოში ხორცის უდიდეს მწარმოებელ კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა - თავდამსხმელები სავარაუდოდ რუსეთიდან მოქმედებდნენ

მორიგი კიბერთავდასხმა შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს უდიდესი ხორცის მწარმოებელი კომპანია JBS-ის წინააღმდეგ განხორციელდა.

კიბერთავდასხმის დროს გაითიშა მისი კომპიუტერული სისტემები, რამაც შეაფერხა კომპანიის მუშაობა ამერიკასა და ავსტრალიაში.

თავდამსხმელები სავარაუდოდ რუსეთიდან მოქმედებდნენ და მათ სისტემის აღსადგენად გამოსასყიდი მოითხოვეს.

JBS-ის ხელმძღვანელობამ დახმარებისთვის ამერიკის ადმინისტრაციას მიმართა, რომელიც რუსეთის მთავრობას დაუკავშირდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ინფორმაცია ჟურნალისტებს, პრეზიდენტის თვითმფრინავში გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა. 

JBS-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მათ კიბერთავდასხმით მიყენებული ზიანის მოგვარების პროცესში პროგრესი აქვთ და დღეიდან კომპანიის ქარხნების დიდი ნაწილი მუშაობას განაახლებს.

თუმცა, კომპანიის საწარმოების ნაწილი შეჩერებულია და არ არის ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს ეს შეერთებულ შტატებში მაღაზიების და რესტორნების ხორცის პროდუქტებით მომარაგებაზე.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მასშტაბური კიბერთავდასხმაა შეერთებულ შტატებში, რომელიც რუსეთიდან ხორციელდება.

 

 

დღის ამბები