ბელგია თანამშრომლობას წყვეტს მის ელჩთან, რომლის ცოლიც სამხრეთ კორეაში ქალს თავს დაესხა.
CCTV ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, სადაც პეტერ ლესკოჰერის ცოლი, ქსიანგ ქსუქი მაღაზიის ასისტენტს სილას აწნის.
ინციდენტი 9 აპრილს მოხდა, როცა 63 წლის ქსიანგი მაღაზიის გასახდელში ტანსაცმელს რამდენიმე საათი ირგებდა. მომუშავე პერსონალს სიტუაცია საეჭვოდ მოეჩვენა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მომხმარებელი (ელჩის ცოლი) შეემოწმებინათ, რაზეც ქალი გაღიზიანდა, პერსონალს კამათი დაუწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფი ვილსი ამბობს, ქსიანგი მოგვიანებით მაღაზიაში დაბრუნდა და არასასიამოვნო შემთხვევის გამო ბოდიში მოუხადა დაზარალებულს.
მინისტრის თქმით, მართალია, ელჩმა ძალიან 3 წლის მანძილზე ბელგიისთვის დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ლესკოჰერმა დაკავებულ პოზიციაზე მოღვაწეობა განაგრძოს და მასთან თანამშრომლობა უნდა შეწყდეს.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე