28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"კარგია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემოუერთდებიან პარლამენტში მუშაობას" - კახა კუჭავა ენმ-ის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში. კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტსაც შეუერთდება, რათა სრულად ჩაერთონ იმ საკითხებზე მსჯელობაში, რომელიც დოკუმენტით არის გათვალისწინებული. 

"ბოლო პოლიტიკური პარტიაც, რომელიც პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას, ამას მოუწოდებდნენ მათ არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ დასავლეთიდანაც და კარგია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემოუერთდებიან პარლამენტში მუშაობას. ასევე, მე პირადად მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავთ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად ჩართვა იმ მოლაპარაკებებში, იმ საკითხებზე მსჯელობაში, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ შვიდთვიანი ბოიკოტი დასრულდა.  "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო საქმიანობას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან შეუდგება.

დღის ამბები