28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, დღეს საარჩევნო უბნები უნდა შეარჩიოს

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, დღეს საარჩევნო უბნები უნდა შეარჩიოს.

20 უბანი, სადაც გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა - შემთხვევითობის პრინციპით დასახელდება. მიმდინარე კვირაშივე იგეგმება ბიულეტენების ხელახლა გადათვლა.

პროცესში კომისიის 4 წევრის გარდა ჩართული იქნება საარჩევნო ადმინისტრაციიდან პროფესიული ნიშნით შერჩეული, პოლიტიკურად ნეიტრალური 12 პირი.

7 თვის წინ ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები პირდაპირ ეთერში გადაითვლება. ამასთან, უნდა გამოიკითხოს პროცესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი. 

 

 

დღის ამბები