28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
რაგბის ჩემპიონატი ჩაშლის საფრთხის წინაშეა - რაგბის კავშირი მეორე დღეა დუმს

საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში ჩაშლის საფრთხის წინაშეა. 3 თამაში უკვე ჩაიშალა, მსაჯები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

გავრცელებული ვერსია, რომ მათი გაფიცვა თამაშებზე მომხდარ ზეწოლას უკავშირდება, დღეს არბიტრებმა თავადვე დაადასტურეს.

ამ ფონზე რაგბის კავშირი მეორე დღეა დუმს, განცხადება არ კეთდება და არც ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება რომელ თამაშებზე სცემეს სპორტსმენებმა მსაჯებს, ასევე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი ისე, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა არ დაზარალდეს.

 

ავტორი : დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები