ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ მისი შვილი, 13 წლის ადამი ოპოზიციონერ ბლოგერთან, ტუმსო აბდურახმანოვთან ბრძოლას წააგებს.
ბლოგერმა აბდურახმანოვმა არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადება ჩეჩნეთის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის შესახებ.
"ერთი ბლოგერი მისით უკმაყოფილოა. ამბობს, რომ შენ ტომარა ხარ, ადამ. შენ არ შეგეშინდებოდა მასთან ბრძოლის? გამოიწვიე ის! თუ ის შენ დაგამარცხებს, მე რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობას დავტოვებ. თუ შენ ერთი-ერთზე გცემს ის, ვინც შენ ტომარას გეძახის, მე დავწერ განცხადებას და პოსტიდან გადავდგები. ეს მისი ოცნებაა და ჩვენ მას ავუსრულებთ. მას აქვს შანსი იმისა, რომ რევოლუცია მოახდინოს. ის ხომ ამბობს, რომ კადიროვი გამყიდველია და ჩემი ვაჟებიდან სპორტსმენი, ან რამე მსგავსი არ გამოვა?!" - განაცხადა რამზან კადიროვმა Instagram-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.