28 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
რიონის ხეობაში პროტესტის ახალი წერტილი გაჩნდა - აქციის მონაწილეებს კარვები ახლა 4 ადგილზე აქვთ გაშლილი

ბლოკირებულ სამ ლოკაციას დღეს მეოთხეც დაემატა. დილიდან აქციის მონაწილეებმა სოფელ სორმონის გადასახვევთან კარვების გაშლა დაიწყეს, მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ "ენკას" ტექნიკა და მუშახელი, ნამახვანჰესთან სწორედ ამ გზით შეჰყავდა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ახლა დარწმუნებულები არიან რომ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა ჩაკეტეს და კომპანია სამუშაოებს ვეღარ შეასრულებს.

ახალმა ინფორმაციამ ალტერნატიულ გზასთან დაკავშირებით ორგანიზატორების გეგმებში მცირე ცვლილებებიც შეიტანა, რკინის კონსტრუქციების და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზების მიუხედავად, აქციის მონაწილეები გეგმავენ რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლა კიდევ ერთხელ სცადონ.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სუბიექტურობაში დაადანაშაულა. სასულიერო პირმა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ საპროტესტო აქციები პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.

გუმათში მიმდინარე პროცესებს წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა "ენკა", პროტესტი მშვიდობიან კომპანიაში და ამბობენ რომ მათ თანამშრომლებს აქციის მონაწილეები მუდმივად თავს ესხმიან და ისინი მუდმივი საფრთხის წინაშე არიან. რაც შეეხება ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს, ენკაში აცხადებენ, რომ მტავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში, კაშხლის მშენებლობა ახლა შეჩერებულია.

დღის ამბები