28 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ორად გაყოფილი რიონის ხეობა - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები ტერიტორიიდან, რომელიც უკვე 2 თვეა სამართალდამცავების მიერ კონტროლდება

"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - ტერიტორია, რომელიც უკვე 2 თვეა დაკეტილია და სადაც გადაადგილდება უსაფრთხოების მიზნით მკაცრად კონტროლდება. კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მაგრამ მიმდინარეობს მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაოები, რაც გზებისა და გვირაბების აქტიურ მშენებლობას გულისხმობს.

რიონის ხეობის მთელ ტერიტორიაზე მუშათა სულ ორი ბანაკია განთავსებული, ერთი ამ დრომდე შენდება, მეორეში კი 560 პირია დასახლებული, რომლებიც ადგილზე დასაქმებულები არიან. მათგან ნაწილი ადგილობრივია. სამუშაო დღე 6 საათზე სრულდება, მუშები საცხოვრებელ ბანაკში ბრუნდებიან, მაგრამ "კურიერის" კამერასთან საუბრისგან თავს იკავებენ.

ხეობაში ორად გაყოფილი აზრის გამო თანასოფლელებს საუბარი არ უჭირთ, მაგრამ ვინაობის გამხელას ერიდებიან. ამბობენ, რომ ხეობა ორად არის გახლეჩილი, ჰესის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

საინფორმაციო და მუშათა ბანაკის შემდეგ სამშენებლო ტერიტორია იწყება, სადაც გადაადგილება სპეციალური აღჭურვილობით არის შესაძლებელი. შემდეგ ბეტონის ქარხანა და ჰესის მშენებლობისთვის საჭირო გზები, რომელიც უსასყიდლოდ მოსახლეობას უნდა გადაეცეს.​

დღის ამბები