რომან პროტასევიჩი პატიმრობაში რჩება, დასავლეთი ბელარუსისთვის მორიგი სანქციების პაკეტის დამტკიცებისთვის ემზადება, კრემლი კი ლუკაშენკოს მხარდაჭერას აგრძელებს.
ლუკაშენკოს მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა მსოფლიოს 30 ქვეყნის 90 ქალაქში.
უკანონოდ დაკავებული რომან პრატასევიჩის მშობლები აქციას ვარშავაში შეუერთდნენ. ვილნიუსში იმყოფებოდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია.
მაშინ, როცა ევროპა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებს პაკეტს აფართოვებს, კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, ლუკაშენკოს რეჟიმს 500 მილიონი დოლარით ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. ბელარუსისა და რუსეთის პირველმა პირებმა სოჭში შეხვედრისას სოფია საპეგას დაპატიმრების შესახებაც ისაუბრეს, საპეგა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის სამართალდამცავი უწყება წესების სრული დაცვით მოქმედებდა, რასაც გამოძიების მსვლელობა დაადასტურებს.