28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
რა სურათი დახვდება დამთვალიერებელს სათაფლიაში, ოკაცესა და მარტვილის კანიონებში - ვიზიტორებისთვის დაცული ტერიტორიები გახსნილია

პანდემიის გამო აღებული იძულებითი პაუზის შემდეგ, ვიზიტორებისთვის დაცული ტერიტორიები გახსნილია. ტურისტებს უკვე მასპინძლობენ მღვიმეებსა და კანიონებზე.

პირველი ჯგუფი პრომეთეს მღვიმემ უკვე მიიღო. 7 თვიანი პაუზის შემდეგ 93-ვე დაცული ტერიტორია დღეს გაიხსნა. ქვეყნის ტურისტულ ობიექტებს ესტუმრნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ვიზიტორები ევროპიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.

დროებითი პაუზა დაცულ ტერიტორიებში ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობისთვის გამოიყენეს. პრომეთეს მღვიმეში თანამედროვე სტანდარტებით განათების და გახმოვანების სისტემები დამონტაჟდა, ასევე, დამთვალიერებს საშუალება აქვთ, მღვიმეში სანაოსნო ტურით გაიარონ.

ვიზიტორებს 4.5 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი დახვდებათ სათაფლიაში. ბილიკი, როგორც ფლორით, ასევე ფაუნით ნაკრძალის სიმდიდრეს ასახავს და დამთვალიერებლების აღფრთოვანებას იწვევს. გზა უნიკალური გადასახედით სრულდება. ასევე, მონატრებულ ვიზიტორებს ადგილზე განახლებული პარკიც ელოდება .

ვიზიტორთა მიღება მაღალია მარტვილშიც. ოკაცეს და მარტვილის კანიონში,, ისევე როგორც სხვა ბუნების ძეგლებში მკაცრად დაცულია კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები.

ბუნების ძეგლებს წლის განმავლობაში მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები სრულად დაიცვას

დღის ამბები