28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ნაცმოძრაობა ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის ვერსიას განიხილავს - პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღეს გადაწყდება, შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" და მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.

"კურიერის" ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე განიხილება ვერსია, რომ ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტოს, პარლამენტში შევიდეს, მაგრამ შეთანხმების გვერდის ავლით.

"პირადად ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება იმ პრინციპებისა და სიტყვების მიმართ, რომელიც ჩვენ გვქონდა და ვუთხარით ჩვენს ამომრჩეველს, თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანი არგუმენტები არის მეორე მხარეს და ამ არგუმენტებს შორის გამოვყოფდი საერთაშორისო საზოგადოების პრაქტიკულად ერთსულოვან პოზიციას, რომ, ამ ეტაპზე, "ნაციონალური მოძრაობა" შევიდეს პარლამენტში და ისე გააგრძელოს ბრძოლა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები