დიდი 10-ის ნახევარფინალურმა შეხვედრებმა და დიდმა ფინალმა ერთი კვირით გადაიწია. მატჩების გადადების მიზეზი სამსაჯო კორპუსის პროტესტია, რომელმაც ბოლო წლებში მსაჯებზე გახშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, გაფიცვა გადაწყვიტა.
ქუთაისში დიდი 10-ის დებიუტანტი კლუბის ადგილობრივი გუნდის დაგეგმილი დღევანდელი მატჩიც ცნობილი მოვლენების გამო გადაიდო. მსაჯებმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნულ თამაშზე არ გამოცხადდნენ.
რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა არბიტრებს, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.
რაგბის მსაჯი ნიკოლოზ ამაშუკელი მიიჩნევს, პრობლემა სხვადასხვა თამაშებში დაგროვდა და უფრო კომპლექსური სახე მიიღო.
საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი აცხადებს, რომ მსაჯებს მათთვის მისაღებ პირობებში უნდა უწევდეთ მუშაობა. რაც შეეხება პრობლემის მოგვარების საკითხს, ნიაზ მამრიკიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში სხვა მრავალი პრობლემაც დაგროვდა რაგბის კავშირში და 2 თვეში პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.
როგორც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი აცხადებს, რაგბის კავშირი სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლების პოზიციას იზიარებს. მისივე თქმით, სამწუხაროდ ეს ხელს შეუშლის ნაკრების შეკრებას, თუმცა ამისთვის რაგბის კავშირმა 17 მაისს სადისციპლინო ახალი მსოფლიო რეგულაციები მიიღო, რაც რაგბის მიდგომებს სრულიად ერთ სისტემაში აქცევს.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი