28 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას - ვენდი მორტონი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

"სიხარულით ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს. როგორც თებერვალში ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს აღვნიშნე, გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას მომავალშიც გააგრძელებს," - წერს Twitter-ზე მორტონი.

დღის ამბები