28 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - როგორ აღინიშნება დღესასწაული პანდემიის პირობებში

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღესასწაული, პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება. ზეიმი საბრძოლო მომზადების ცენტრის 250-მდე ახალწვეულის მიერ სამხედრო ფიცის დადებით დაიწყება. თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონიალი 5 ადგილზე - მათ შორის, სვანეთში გაიმართება და მისი ნახვა თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე იქნება შესაძლებელი.

თავისუფლების მოედანზე უკვე განთავსებულია ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა "დიდგორის" სხვადასხვა მოდიფიკაცია. ცერემონიის დასასრულს თავისუფლების მოედანს თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლად მოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაუფრენს. ოპერის თეატრში კი გალა კონცერტი შედგება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები არ გაიმართება.

დღის ამბები