28 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ბელარუსი და ლატვია ერთმანეთის ელჩებსა და საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებენ

ბელარუსში ლატვიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად ერთი დღის ვადა მიეცა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ გააკეთა.

"ელჩს შევთავაზეთ 24 საათის განმავლობაში დატოვოს ბელარუსის ტერიტორია. მთელ დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ შემადგენლობას ასევე შევთავაზეთ, დატოვონ ბელარუსი 48 საათის განმავლობაში. დარჩება ერთი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი შენობის მოსავლელად", - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას ამის შესახებ, reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მინსკის საპასუხოდ, ლატვია ქვეყნიდან აძევებს ბელარუსის ელჩსა და საელჩოს ყველა დიპლომატს, ასევე ყველა თანამშრომელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა იანის ბეკერისმა განაცხადა.

დღის ამბები