ზუგდიდში პოლიცია ყაჩაღობაში ეჭვმიტანილ 3 პირს ამ დრომდე ეძებს.
სოფელ ახალ კახათში მარტოხელა პენსიონერი დააყაჩაღეს. 65 წლის ქალი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დააბეს. წაღებულია 80 ლარი.
დაბმული ქალი ახლობლებმა მხოლოდ მეორე დღეს ნახეს. პენსიონერი სოფელ ახალკახეთში მარტო ცხოვრობს.
თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი პენსიონერი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ზუგდიდში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 143ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.