28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
რა ეფექტურობით ებრძვიან COVID-19-ის შტამებს სხვადასხვა ვაქცინები - ბრიტანული კვლევების შედეგები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინების გადანაწილებას სკანდალურ უთანასწორობას უწოდებს. როგორც აღმოჩნდა, არსებული დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.

არადა პლანეტის უმეტესობის ვაქცინაცია 21-ე საუკუნის უდიდესი პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსავალია.

საქართველო ივნისის შუა რიცხვებში "ასტრაზენეკას" 43 ათას დოზას ელოდება, რის შემდეგაც ქვეყანაში უკვე მილიონი დოზა "სინოფარმის" შემოსვლის პროცესი დაიწყება.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია ახალი კვლევის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ "კოვიდ-19"-ის ვაქცინის ორი დოზა თითქმის ისეთივე ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ, როგორც ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს რევოლუციური აღმოჩენაა და იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა რეგულაციებს შეამსუბუქებს.

Public Health England-ის კვლევის თანახმად, "ფაიზერის“ ეფექტურობა ინდური მუტაციის წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ 88%-ია, მაშინ, როცა ბრიტანული შტამის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 93%-ია. ხოლო "ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ინდური ვარიანტის წინააღმდეგ 60%-ია, მაშინ როცა იგი ბრიტანული შტამისგან 66%-ით იცავს.

დღის ამბები