28 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსთან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიეღო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით "РИА Новости" ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკის მეთაურობით გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და სახელმწიფო მეთაურის აპარატის უფროსების მოადგილეები.

"შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომელმაც 23 მაისს საგანგებო დაშვება მოახდინა მინსკის აეროპორტში. არსებული ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას შემუშავებულიყო გადაწყვეტილება უკრაინისა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა - ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბორტზე დისიდენტი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომლის დაპატიმრებაც სურდათ.

შედეგად, ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. 

დღის ამბები